სამომხმარებლო ფასების რეგულირება
სურსათისა და მედიკამენტების გარდა, სამთავრობო კომისია საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს. ფასების რეგულირების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია შეხვედრებს მომდევნო კვირაშიც განაგრძობს. იგეგმება შეხვედრები სასურსათო პროდუქციის წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ ქვეყანაში მაღალი ფასების დაწევის მიზნით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
„ქართულ ოცნებაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ ამ ინიციატივის შემდეგ, ქვეყნის გაზრდილი ეკონომიკური პარამეტრები მოქალაქეების კეთილდღეობაზეც აისახება.