სამომხმარებლო ფასები – შეხვედრები პრემიერთან 

12:03, 30.01.2026
ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობა გრძელდება – დღეს სამთავრობო კომისია ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. მათ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთ საათში ელოდებიან. საუბარი იქნება, თუ როგორ უნდა მოხერხდეს საქართველოში არსებული ფასების ევროპულ ბაზართან დაახლოება. მანამდე პრემიერის ინიციატივით შექმნილმა კომისიამ შეხვედრები უკვე გამართა ფარმაცევტული კომპანიების, ქსელური მარკეტების, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან და მწარმოებლებთან.
შალვა სუმბაძე დეტალებით. 

მსგავსი