სამომხმარებლო ფასები – პრემიერის მიმართვა
საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი.