სურსათი, წამლები და საწვავი – ამ სამი მიმართულებით ფასების შემცირებაზე საპარლამენტო კომისია მუშაობას იწყებს. კომისიას უმრავლესობის დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. მანამდე კი გუშინ ბოლო შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში.
პრემიერ-მინისტრი ამჯერად საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დაინტერესდა, რამდენად ჯანსაღია ბაზარზე კონკურენცია და არსებობს თუ არა ფასის კლების რესურსი. შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ შემაჯამებელი კომენტარიც გააკეთა.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება. მთავრობა ხელშესახებ შედეგს ელოდება.