სამკუთხედი წერილები

მეორე მსოფლიო ომში, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან 700 000-მდე მოქალაქე გაიწვიეს. ისინი საბრძოლო მოქმედებების თეატრის თითქმის ყველა მიმართულებაზე იბრძოდნენ. ფრონტიდან ოჯახებთან კომუნიკაციის ერთადერთი გზა უკონვერტოდ გაგზავნილი, სამკუთხედი წერილები იყო.

2016 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად სწორედ ასეთი წერილების შეგროვებასა და წიგნად გამოცემას ისახავდა. გასული წლიდან მსგავს პროექტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიც ახორციელებს. სწორედ მათ მიერ მოპოვებული წერილების ნაწყვეტებია წარმოდგენილი ვიდეო-რგოლში.

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 600-მდე ვეტერანი ცხოვრობს.

დატოვე კომენტარი