თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასების მიზნით სამედიცინო სწავლება ჩაატარა. მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალმა. შეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის სერტიფიცირებული ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ნიდერლანდებიდან. სწავლება ფოკუსირებული იყო საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ქართული სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.