სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები და საქართველოში აშშ-ს ელჩი დაესწრნენ. კლინიკის ეზოში კენ ვოლკერის მემორიალიც გაიხსნა. კლინიკა ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი და ის საჭიროების მქონე პირებს სრულ სარეაბილიტაციო მომსახურებას შესთავაზებს.

გადამზადებულ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, მკურნალობაში ემორის უნივერსიტეტის რეაბილიტოლოგები ჩაერთვებიან. ასევე, კლინიკის ბაზაზე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზა შეიქმნება.

 

დატოვე კომენტარი