სამედიცინო პერსონალი სკოლებში

სკოლებში ექიმის მუშაობა სავალდებულო ხდება. მედპერსონალი პანდემიის ფონზე ვირუსის მართვის რისკებს გააკონტროლებს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ამ დროისთვის ექიმი ქვეყნის მასშტაბით ოთხასზე მეტ სკოლაშია. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარების შემდეგ, ექიმი ქვეყნის მასშტაბით 2 100-მდე სკოლაში უნდა შევიდეს.