სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა რეგიონებში
დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში სამედიცინო სკრინინგი გაიმართა.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები. ადგილზე მოხდა პაციენტების გასინჯვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ჩატარდა შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები. სამედიცინო მომსახურებით ასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. პროექტი თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით განახორციელა.