სამედიცინო კონფერენცია თემაზე - „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა“

„ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა“ ამ თემაზე დღეს სამედიცინო კონფერენცია გაიმართა. განხილვის თემა მსოფლიოში გენეტიკის საკითხების კვლევას ეხებოდა. როგორც ღონისძიებაზე ხაზგასმით ითქვა, აუცილებელია, დაიხვეწოს ინფრასტრუქტურა და ტესტირებების ჩასატარებლად ყველა პირობა შეიქმნას.

კონფერენციაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც სხვა ქვეყნების პრაქტიკა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.