საკრედიტო სააგენტო S&P-ს რეიტინგები

საკრედიტო სააგენტო S&P-მ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა.

სააგენტომ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.7%-დან 7.1%-მდე გაზარდა, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც. ასევე, აღინიშნა ეროვნული ბანკის წარმატებული მონეტარული პოლიტიკა, რეზერვების ზრდა და დოლარიზაციის შემცირება.