საკრედიტო სააგენტო Fitch – საქართველოს სუვერენული რეიტინგი
საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე, პერსპექტივა კი სტაბილურია, ასეთია სარეიტინგო სააგენტო „ფიჩის“ შეფასება. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, ზომიერი მთავრობის ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით არის განპირობებული.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მაღალი გეოპოლიტიკური და გლობალური რისკების მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კი კვლავ, გონივრულად და წინდახედულად აფასებს. ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას. „ფიჩი“
არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო, რომელიც ქვეყნების, ბანკებისა და კომპანიების ფინანსურ მდგრადობასა და გადახდისუნარიანობას აფასებს.