საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადება

ხელისუფლება დამატებით შეზღუდვებს აწესებს. 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ეს გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.

ამავე ქალაქებში არ იფუნქციონირებს კერძო და მუნიციპალური საბავშვო ბაღები. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის მკვეთრად გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს.