საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 13 პაციენტი. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 788 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კორონავირუსის დღიური დადასტურებული შემთხვევების შემცირებასთან ერთად, ჰოსპიტალური სექტორი სერიოზულად განიტვირთა.

რა საკითხებზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ამას ახლა თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის.