საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების სქემა – პირველი თებერვლიდან  მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, შაბათ-კვირის გარდა, მუშაობას განაახლებენ. ასევე, მომდევნო თვის დასაწყისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და გაიხსნება სკოლები. გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან მხოლოდ აჭარაში, დაშვებული იქნება კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. თუმცა, კვლავ ძალაშია სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა. ქვეყნის სხვა რეგიონებში კვების ობიექტები ისევ დაკეტილია. ყველა ქალაქში 15 თებერვლიდან იხსნება ბაზრობები.