საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

შესაძლოა, იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს პირი, რომელსაც „ბუსტერდოზაც“ გაკეთებული ექნება – ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, სპეციალისტები სიცოცხლის გადასარჩენად დამატებითი მექანიზმების შემოღებაზე მსჯელობენ. ახალი შტამი უკვე დადასტურებული აქვს 24 მოქალაქეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იანვრიდან „ომიკრონი“ შესაძლოა, საქართველოშიც დომინანტი გახდეს.

რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მარიამ სეთურიძე გვეტყვის.