საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება, რომლის საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა. ვირუსის შესაკავებლად და სიცოცხლის გადასარჩენად მოწოდებები უცვლელია – აცრა და პირბადის ტარება.