საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა, 23:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე იქნება დასაშვები. როგორც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმში საქართველო-კოსოვოს შორის გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გულშემატკივარი არ დაესწრება.