ფინანსთა სამინისტრომ პირველად, რამდენიმე კომპანიასთან თანამონაწილეობით, 400 მილიონი ლარის სახაზინო ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. პროცესში მონაწილეობდნენ ქართული საინვესტიციო ბანკები „გალთ ენდ თაგარტი“ და შპს „თიბისი კაპიტალი“. სამინისტროს ინფორმაციით, გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან.