ექიმების ჯგუფი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში - შეფასებები

ომბუდსმენის ინიციატივით მედიკოსთა ჯგუფის შექმნას, რომლიც სააკაშვილის მდგომარეობას დააკვირდება, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ იმედს გამოთქვამენ, რომ ექიმები დასკვნებს არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული მიდგომებით გააკეთებენ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებით, საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავს, თუ როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.