სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა

სახალხო დამცველმა, ომბუდსმენის აპარატთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კვლავ შეუსრულებელია მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში გაიცა. უფრო კონკრეტულად, რაზეა საუბარი დასკვნაში და როგორია შეფასებები, ამას ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.