სახალხო დამცველის განცხადება

ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას დაუყოვნებლივ ითხოვს. სახალხო დამცველი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ეხმაურება. ის ამბობს, რომ ერთ-ერთ კლინიკურ დამძიმებას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი და პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული.