საკარანტინო შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში

დამატებითი ეპიდემიოლოგიური ჯგუფების მობილიზება ხდება მესტიაში – მუნიციპალიტეტი დღეიდან იკეტება. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კი საკარანტინო რეჟიმი ცხადდება, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიებიდან მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებთან მიმოსვლაც იკრძალება.

ამ წუთებში მესტიის შესასვლელთან სამართალდამცავები იმყოფებიან და გადაადგილებას აკონტროლებენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც მუნიციპალიტეტიდან გამოსვლა სურს, ტესტის ჩატარება და ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ზომების გამკაცრება დღევანდელი სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყდა. კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სწორედ მესტიას უკავშირდება.

გიორგი კობერიძე გვეტყვის, რა რეგულაციები იმოქმედებს დღეიდან მესტიაში და რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები.