საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმების მომატების შესახებ შსს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ. აღნიშნული ინიციატივა მძღოლებისთვის საგზაო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.
გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის, ასევე დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის კი სანქცია 50 ლარით განისაზღვრება. დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება ბას-ლაინზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვისაც.