საჯარო დისკუსია უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე“ – ამ თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებული შეხვედრა ევროკავშირის ელჩმა გახსნა. საჯარო დისკუსიის მიზანია, საქართველოსა და რეგიონზე უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გავლენის განხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური დოკუმენტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.