საინვესტიციო ფორუმი ბრიტანეთში

12:15, 16.05.2025

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრებს ესწრება. დღეს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში განიხილება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა, შესაძლებლობები და პოტენციალი სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების მიმართულებით, ასევე ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები. რიგით მესამე ფორუმს 180-ზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება.

მსგავსი