საინფორმაციო კამპანია

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია. თეა ახვლედიანი სოფელ წოფში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საინფორმაციო ბროშურებთან ერთად, სამედიცინო პირბადეები გადასცა. სახელმწიფო მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების სწორი და სრული ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე, მან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და გაეცნო ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას.