საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

18:20, 13.08.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 517 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5 %-ით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 მილიარდ 668 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 21.6 %-ით, ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 849 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 2.4 % შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6  მილიარდ 180 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 %-ია.

მსგავსი