საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები
ქვეყანაში ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები გაიზარდა. იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 867 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 23 პროცენტით არის მომატებული. ხოლო იმპორტი 7 პროცენტით, წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.