საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

15:20, 21.09.2026

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.4 პროცენტით, 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ასეთია 2026 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემი და ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აქედან, ექსპორტი 22 პროცენტით გაიზარდა და 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. იმპორტის ზრდამ კი 3.5 პროცენტი შეადგინა, მთლიანობაში 12 მილიარდ 500 მილიონი დოლარი. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია – თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და აზერბაიჯანი.

 

მსგავსი