2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 პროცენტით გაიზარდა და 10 მილიარდ დოლარს მიაღწია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ექსპორტი 14.6 პროცენტით, 2.6 მილიარდ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 13 პროცენტით, 7.2 მილიარდ დოლარამდე დაფიქსირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 47 პროცენტი შეადგინა.