საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობა

15:25, 24.09.2025

პრემიერმა საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. 17კმ-იან მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, გზის საფუძვლის მოწყობა, კომუნიკაციებისა და სამელიორაციო სისტემების გადატანა, რკინა-ბეტონის ხიმინჯების მოწყობა, რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, შენდება ახალი სატრანსპორტო კვანძი სოფელ ბადიაურთან, ოთხი ხიდი, რვა გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. აღნიშნული მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 276 მილიონ ლარზე მეტია.

მსგავსი