საგანგებო ზომების გამკაცრების შესაძლებლობა

საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ, ეს ეპიდვითარებასა და საზოგადოების ადეკვატურ ქცევაზეა დამოკიდებული – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შემთხვევების ნახტომისებური ზრდა არ მივიღოთ.

პაატა იმნაძე კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვითარება არ არის ისეთი რთული და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საყოველთაო კარანტინის გამოცხადების რეკომენდაციას არ იძლევა.