საგანგებო მდგომარეობა საქართველოს რეგიონებში

ხალხმრავალი შეკრება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში. ზუგდიდი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები დაარიგა. თუმცა, ადგილზე სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია არავის დაუცავს. და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება.

აქციას მწვავე რეაქციები მოჰყვა. შესაბამისად, გამკაცრდა მოწოდებები შეზღუდვებისა და ყველა აკრძალვის გათვალისწინების შესახებ. ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შემდეგ, „მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად იცავენ სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.