66 ათას ფიზიკურ პირს, 425 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. პროგრამა 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების განულებას გულისხმობს. დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, იძულებითი ღონისძიებებიც გაუქმდება, რაც იპოთეკისა და ქონების ყადაღას გულისხმობდა.