საერთო სასამართლოებში ცვლილებების კანონპროექტი

პარლამენტში სასამართლო რეფორმის, ე.წ. მეოთხე ტალღის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდა. ინიცირება 17 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებები ეხება – რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესს, ასევე განსაზღვრულია მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები.

განსხვავებულად წესრიგდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიები.