საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი მატულობს

საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი მატულობს. 2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში 1 651 655 მოგზაური შემოვიდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 57.4%-ია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ნაკადების ზრდა გამოწვეულია სწორი პოლიტიკით, რომელიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით არსებობს. ასევე მარკეტინგული აქტივობებით.