საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა

ექვს თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით არის მომატებული და თითქმის 2 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და სომხეთიდან.