საერთაშორისო სიმპოზიუმი თბილისში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საერთაშორისო ბარიატრიული კლუბის, ოქსფორდის 62-ე, ევროპის 31-ე და საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ასოციაციის მე-4 სიმპოზიუმი გაიმართა. მასში მონაწილეობა საერთაშორისო სპიკერებმა და ქართველმა ქირურგებმა მიიღეს. მხარეებმა განიხილეს ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებით ანესთეზიოლოგიური მიდგომები. მათ შორის, როგორ უნდა გამოიყენონ ე.წ. ჭკვიანი ინსტრუმენტები და სწორად წარმართონ შესაძლო გართულებები. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სიმპოზიუმის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მისი ხელმისაწვდომობა.