საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში
ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გრძელდება. რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, სადაც საზღვაო და ლოგისტიკური საკითხები განიხილება. მიზანია საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, შუა დერეფნის განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერება.
მეზღვაურთა განათლება, სექტორში არსებული გამოწვევები და გაციფრულების პროექტები – ეს დღევანდელი პანელური დისკუსიის თემებია. ორდღიან ფორუმში 40-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.