საერთაშორისო სავალუტო ფონდი თბილისში პრეზენტაციას მართავს

კავკასია და ცენტრალური  აზია – რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი თბილისში პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას ხელისუფლების, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე. მათ შორის ცალკეულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ შემცირებაზე. სავალუტო ფონდმა პროგნოზი 2020 წლისთვის საქართველოს ნახევარი პროცენტით შეუმცირა.