საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი

12:25, 10.07.2026

„ქირურგიის მომავლის სახე“ – ასე ჰქვია საერთაშორისო სამედიცინო კონგრესს, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი აერთიანებს წამყვან ქირურგებს, კლინიცისტებსა და მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიზანი თანამედროვე ცოდნის, უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური კლინიკური გამოცდილების გაზიარებაა.

კონგრესის სამეცნიერო პროგრამა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მზარდ და ტრანსფორმაციულ როლს ქირურგიაში, გართულებების პრევენციასა და პაციენტთა კლინიკური შედეგების გაუმჯობესებაში. საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი ხვალ დასრულდება.

მსგავსი