საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

ეროვნული ბანკის ინიციატივით, ფინანსური ტექნოლოგიის განვითარების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. მიზანია აღნიშნული მიმართულებით არსებული სტრატეგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ასევე, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული ექსპერტები.