საერთაშორისო კონფერენცია ქუთაისში

ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების შესახებ ქუთაისში ორი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა – „პაციენტთა სკოლა“ და „ძუძუს კიბოს“ მკურნალობის მიღწევები საქართველოში. ორგანიზატორები „ევროპა – დონა ჯორჯია“, კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“, კავშირი „ჰერა“ და კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი არიან. აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში „ჰერას“ მობილურ კლინიკაში ქალებს უფასო სკრინინგის საშუალება ჰქონდათ.