ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები მიკროფინანსების გეოპოლიტიკის ჩრდილში – ეს არის მთავარი თემა მიკროსაფინანსო ინდუსტრიის საერთაშორისო კონფერენციის, რომელიც ეროვნული ბანკის მხარდაჭერით თბილისში გაიმართა. ესაა ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელშიც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსური სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები. მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე.