საერთაშორისო გამოფენა შანხაიში

15:15, 06.11.2026

საქართველო შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობს. ჩვენი ქვეყანა სამი თემატური პავილიონითაა წარმოდგენილი, ესენია: ეროვნული, საკვებისა და სასმელებისა და სამომხმარებლო პროდუქციის კუთხეები. წელს პირველად, გამოფენის ფარგლებში ქართული და ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი პლატფორმები ქართულ კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერებისთვის. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებაა. წლევანდელ გამოფენაში 162 ქვეყანა მონაწილეობს.

მსგავსი