ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც საკუთარი პროდუქცია რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი. ღონისძიებაში წელს 75-მდე ქვეყნიდან 55 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.