საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში საერთაშორისო ფორუმის პლენარული სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და არსებულ გამოწვევებზე და რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აშხაბადში მიმდინარე ფორუმი თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავსა და მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. შუა დერეფანი და ამ მარშრუტით ცენტრალური აზიიდან ქართული საზღვაო პორტებისკენ დამატებითი ტვირთების გადაზიდვა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
დეტალურ ინფორმაციას შალვა სუმბაძე მოგვაწვდის აშხაბადიდან.