საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთშია, სადაც მშვიდობისა და ნდობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სესიაზე ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ასევე მან, ამ პროცესში, საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების პარალელურად, პრემიერმა ფორუმის მონაწილეებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
მთავარი აქცენტი და ორმხრივი შეხვედრები – აშხაბადიდან დეტალებით შალვა სუმბაძე.