საბანკო სექტორის რისკის შეფასების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა. დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები. ანგარის მიხედვით, მაღალი შეფასება აქვს ინსტიტუციურ ჩარჩოს საქართველოში და ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში.